22.07.2020 სხდომის შედეგები

მიმდინარე წლის 22 ივლისს საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა
კომისამ სს „თელასსა“ და შპს „თბილისი ენერჯის“ წერილობითი გაფრთხილება მისცა. სს „თელასის“ შეთხვევაში გაფრთხილების საფუძველია ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2019 წლისმაჩვენებლების 2018 წლის მაჩვენებლებთან გაუარესება. კომისიის ნორმატიული აქტების თანახმად, ლიცენზიატი კომპანია ვალდებულია, შეინარჩუნონ ან გააუმჯობესონ შიდა მიზეზით გამოწვეულგეგმურ და არაგეგმურ წყვეტებზე მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები.
სს „თელასს“ დაევალა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე კომისიაში წარმოადგინოს მაჩვენებლებისგაუარესებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
შპს „თბილისი ენერჯის“ წერილობითი გაფრთხილების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ კომპანიამ კომისიის ელექტრონულ ჟურნალში არ დააფიქსირა მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებისშეწყვეტისა და აღდგენის ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება „მომსახურების ხარისხის წესებს“.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის დარღვევები განმეორდება, სახელმწიფო ბიუჯეტისსასარგებლოდ დაჯარიმდებიან.
კომისიამ მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების - შპს „ინტერ გაზის“, შპს „ყამარი მ“-ს, შპს „მამედის“ მიერ 2020-2022 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების შესახებ იმსჯელა.
კომისიასთან შეთანხმებული შპს „ინტერ გაზის“ მიერ 2020-2022 წლებში განსახორციელებელიინვესტიციების ჯამური ოდენობა შეადგენს 426 294 ლარს. საინვესტიციო პროექტის ფარგლებშიბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის განვითარება განხორციელდება კომპანიის სალიცენზიოარეალში, კერძოდ 161 720 ლარის ინვესტიცია განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელსაძელში, ხოლო 264 574 ლარის ინვესტიცია - ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლებში - აბათხევი დაწინუბანი.
კომისიასთან შეთანხმებული შპს „ყამარი მ“-ს მიერ 2020-2022 წლებში განსახორციელებელიინვესტიციების ჯამური ოდენობა შეადგენს 598 150 ლარს. კომპანია საინვესტიციო გეგმის ფარგლებშიგანახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელის განვითარების სამუშაოებს, კერძოდ 2020 წელსგანხორციელდება 177 320 ლარის ინვესტიცია, 2021 წელს - 204 950 ლარის, ხოლო 2022 წელს - 215 880 ლარის ინვესტიცია.
კომისიამ არ შეითანხმა შპს „მამედის“ მიერ წარმოდგენილი 2020-2022 წლების საინვესტიციო გეგმა, რადგანაც კომპანიამ კომისიაში საინვესტიციო გეგმების დასაბუთება და შესაბამისი დოკუმენტაცია არწარმოადგინა. შპს „მამედს“ განემარტა, რომ სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, კომპანიასეკისრება ვალდებულება წინასწარ აცნობოს კომისიას 2020-2022 წლების საინვესტიციო გეგმაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
დადგინდა ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა შემდეგი კომპანიებისთვის:
შპს „ჩირაღდანი XXI საუკუნე“
2020 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 6.90%;
2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 4.79%;
2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 3.08%;
2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 2.24%;
2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 2%.
შპს „ჩირაღდანი“:
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 5.10%;
2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 3.32%;
2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 2.38%;
2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 2%.