22.09.2022 რელიზი

23 სექტემბერი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სულუხიამ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

თანამშრომლობის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელება, აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მემორანდუმის მიზნების მისაღწევად მხარეები, კომპეტენციების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფენ მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების ერთობლივ განხორციელებას.