22.10.2020 რელიზი

23 ოქტომბერი, 2020

კომისიის წევრი მაია მელიქიძე USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე  პრეზენტაციით წარსდგა.

მაია მელიქიძემ ისაუბრა კომისიის მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებზე და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. პრეზენტაციისას მან ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ პროცესებში USAID-ის ენერგეტიკული პროექტის მიერ გაწეულ დახმარებასა და მნიშვნელობაზე.

USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ორგანიზებით გაიმართა დონორთა და ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ენერგეტიკული სექტორის რეფორმების შეჯამება და ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველომ ენერგეტიკულ სექტორში გაატარა.