22.12.2022 რელიზი

22 დეკემბერი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე ქ. თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 2023-2027 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების გაზრდილი მოცულობა შეითანხმა. კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში 174, 385,51 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შპს „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს  ქსელის რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას. გარდა ამისა, კომპანია განახორციელებს არაქსელურ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის ამაღლებას.