22.12.2022

22 დეკემბერი, 2022
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №№60/3, 60/4, 60/5, 60/6 და 60/7 გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში მოქმედი თბოელექტროსადგურების (გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) 2023 წლის იანვარი-ივნისისთვის მოქმედი ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებები.
ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების ძირითადი პირობები:
- შესყიდვის ფასი 143 (ას ორმოცდასამი) აშშ დოლარი 1000 მ3 - ზე, დღგ-ის გარეშე;
- ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსით. ამასთან, თუ გაცვლითი კურსი ნაკლებია მინიმალურ ფიქსირებულ კურსზე, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მინიმალური ფიქსირებული კურსით (1.65 ლარი);
- ხელშეკრულებები ძალაშია 2023 წლის 1 ივლისამდე.