23.06.2023 რელიზი

23 ივნისი, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში მიიღო მონაწილეობა. დედაენის ბაღში გამართულ ღონისძიებაზე, მარეგულირებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ნეტო-აღრიცხვისა და გამარტივებული კომუნალური სერვისების შესახებ. კომისიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს გაუწიეს კონსულტაციები განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების რეგულაციებზე. 

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში და გაეცნენ ენერგიის დაზოგვის ყოველდღიურ პრაქტიკებს. 

ღონისძიება გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ ფარგლებში.