23.09.2021 რელიზი

23 სექტემბერი, 2021

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ქობულეთის წყალი“ 10000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ „მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნების შეუსრულებლობა.  

კერძოდ, შპს „ქობულეთის წყალს“ საერთო და გარანტირებული სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების შესახებ არ შეჰყავდა ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში, რაც განიხილება სალიცენზიო პირობების დარღვევად.