ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

24.01.2019 რელიზი

24 იანვარი, 2019

 

  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომისიის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ. მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის მიმართულებით.

ხელმოწერის ღონისძიებაზე მაია მელიქიძემ ისაუბრა მემორანდუმის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმ პირებთან, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან საქართველოში საქმიანობითა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმების შესახებ პროფესიულ წრეებში, ბიზნესსა და ზოგადად, მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებით.

საქართველოში უცხოელი დონორების დახმარებით მიმდინარეობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში რეფორმების მხარდაჭერის აქტივობების განხორციელება. რეფორმა გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით, ევროკავშირის დირექტივებითა და საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA).