24.03.2023 რელიზი

24 მარტი, 2023

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ანგარიში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შესრულების შესახებ. წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, ბაზრის ამოქმედების უზრუნველსაყოფად კვლავ განისაზღვრა რიგი ღონისძიებების შესრულებისა და დასრულების აუცილებლობა.

საბითუმო ორგანიზებული ბაზრების დროულად გახსნის უზრუნველსაყოფად, მარეგულირებელმა კომისიამ 2021 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასასვლელად კომპანიების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა. ასევე, განისაზღვრა განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის შესახებ კომისიაში ყოველთვიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება. მოსმენილი ანგარიშის საფუძველზე, მარეგულირებელმა მიზანშეწონილად ჩათვალა კვლავ ჩაეტარებინა საჯარო მოსმენა ელექტროენერგიის ბაზრის ამოქმედების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.