24.08.2021 რელიზი

24 აგვისტო, 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი პირობები აამოქმედა. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობების ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების საფასური 50%-ით შემცირდა. 

შეღავათიანი პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლით სარგებლობა არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.

დამტენი სადგურის გამოყენება (ელექტროენერგიის მოხმარება) სხვა მიზნობრიობით დაუშვებელია. სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ მონაწილეობს მისი განთავსების ადგილზე ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის მისაერთებელი სიმძლავრის გამოთვლაში.