25.03.2022

25 მარტი, 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 მარტის №№13/1, 13/2, 13/3 და 13/4 გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა გარანტირებული სიმძლავრის წყაროების (თბოელექტროსადგურების) 2022 წლის აპრილი-ივნისისთვის მოქმედი ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებები.

ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების ძირითადი პირობები:

  1. შესყიდვის ფასი 143 (ას ორმოცდასამი) აშშ დოლარი 1000 მ3 - ზე, დღგ-ის გარეშე;
  2. ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსით. ამასთან, თუ გაცვლითი კურსი ნაკლებია მინიმალურ ფიქსირებულ კურსზე, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მინიმალური ფიქსირებული კურსით (1.65 ლარი);
  3. ხელშეკრულებები ძალაშია 2022 წლის 1 ივლისამდე.