25.07.2024 რელიზი

25 ივლისი, 2024

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო.

ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის  ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენელების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა.

კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, ელექტროენერგიის საბითუმო, ტრანსსასაზღვრო, საცალო ბაზრების მიმდინარე ტენდეციებისა და მაჩვენებლების შესახებ.

ამ ეტაპზე, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშები მოიცავს მიმდინარე წლის 4 თვეს. სემეკი გეგმავს ანგარიშების ყოველთვიურად გამოქვეყნებას.