25.07.2025 რელიზი

25 ივლისი, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სიგელი გადაეცა. დაჯილდოება საქსტატის 106 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, მარეგულირებელი კომისია წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.

„მარეგილირებელ კომისიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ გარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სტატისტიკური პორტალისა და სხვადასხვა დარგობრივი მონაცემების შემუშავებისა, უწყებებს შორის თანამშრომლობა მოიცავს სხვა მეტად მნიშვნელოვან სფეროებსაც. მათ შორის, 2024 წელს, კომისიის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს მოსახლეობის აღწერის თვითრეგისტრაციის პროცესში. მოხარულნი ვართ, რომ გადმოგვეცა ჯილდო და გამოვთქვამთ მზადყოფნას მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

საქსტატის 106 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მარეგულირებელ კომისიასთან ერთად მადლობის სიგელები სხვადასხვა უწყებას გადაეცა. ამასთანავე, დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი სტატისტიკოსები.