25.08.2025

25 აგვისტო, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობის დაკავების მიზნით, 2025 წლის აგვისტოდან ცხადდება ღია კონკურსი.

კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის არჩევა ხდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობის მიზნით საბუთების მიღების ბოლო ვადაა 03.09.2025.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/93658?active=1