25.11.2025 რელიზი

25 ნოემბერი, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მელიორაციის სექტორში ტარიფების რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მელიორაციის სექტორში არსებული გამოწვევები, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს ეფექტიან რეგულირებას. დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა რეფორმის პროცესში.

მარეგულირებელი კომისიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.