26.06.2025 რელიზი
26-27 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ კომისიას მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც მარეგულირებლებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, გახსნეს კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სომხეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, მესროპ მესროპიანმა.
მისასალმებელ სიტყვებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს მარეგულირებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
დავით ნარმანიას თქმით, კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც მარეგულირებელი კომისიების გაძლიერების, ასევე სექტორების ეფექტიანი რეგულირების თვალსაზრისითაც.
„მარეგულირებელი კომისია აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა მარეგულირებელ კომისიებთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, სექტორების ეფექტიანი რეგულირების მიზნით, პერიოდულად განვიხილოთ სხვა კოლეგა უწყებების გამოცდილება. ასევე, ჩვენს უცხოელ კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია კომისიის გამოცდილების შესახებ, კომისიის მიერ შექმნილ და პრაქტიკაში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიის ექსკლუზიურ პროექტებს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
როგორც სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, მერსოპ მერსოპიანმა აღნიშნა, მარეგულირებლებს შორის არსებული თანამშრომლობა ხელს უწყებს ინსტიტუციების გაძლიერებასა და მუდმივ განვითარებას.
შეხვედრაში მონაწილეობენ მარეგულირებელი კომისიის წევრები, სომხეთის მარეგულირებელი კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ხელშემწყობი მექანიზმების, განახლებადი ენერგიების, სატარიფო პოლიტიკის, მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019