26.07.2022 რელიზი

26 ივლისი, 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი რეფორმირებისათვის „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ დაამტკიცა.  წესები ეფუძნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სრულად ასახავს ევროპული კანონმდებლობით გათვალისწინებულ დირექტივებსა და რეკომენდაციებს, უზრუნველყოფს ორმხრივი ხელშეკრულებების ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მოწესრიგებას.

მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებული „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ არეგულირებს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი სეგმენტს - ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს. წესებში მოცემული ნორმები შეეხება, როგორც პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ასევე შუამავლის (ბროკერის), მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმის მეშვეობით დადებულ ხელშეკრულებებს.