26.09.2024 რელიზი

26 სექტემბერი, 2024

 

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების ხელშეწყობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებაზე, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობისა და წახალისების საჭიროება.

კომისიისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მენტორობის პროგრამა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ინდივიდუალური ტრენინგები მონაწილეთა პროფესიული განვითარების, ასევე საჯარო გამოსვლების, პროექტის მენეჯმენტის, საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესების მიზნით.