26.09.2025 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებით, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ კომპენსაციები დაერიცხათ, ჯამში 472 680 ლარის ოდენობით.
კომპენსაციები დარიცხულია კომისიაში შესული მომხმარებელთა წერილობითი მიმართვების საფუძველზე, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებისა და ვადების დარღვევებს და ასევე, გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადის გაზრდის საკითხებს.
მარეგულირებელი კომისია შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ მარეგულრებელი კომისიის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე კომისიის Facebook გვერდზეც. კომისიისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით: https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019