26.09.2025 რელიზი

26 სექტემბერი, 2025

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.  შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მარეგულირებელი კომისიის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მონღოლეთის ენერგეტიკის სამინისტროს, პარლამენტისა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებისთვის. კომისიის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები.

შეხვედრის ფარგლებში მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლებმა  წარადგინეს პრეზენტაციები სტარიფო რეგულირების პრინციპების, მარეგულირებელი აუდიტისა და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის, საქმიანობის განცალკევების, ლიცენზირების, ნორმატიული დანაკარგების დადგენის, მომსახურების ხარისხის რეგულირებისა და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.