26.11.2025 რელიზი

26 ნოემბერი, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, გიორგი ფანგანი და დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობის განხილვა და თანამშრომლობის შემდგომი მიმართულებების განსაზღვრა.

შეხვედრის ფარგლებში მარეგულირებელი კომისიის წევრებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული ბაზრების ეტაპობრივი გახსნის მნიშვნელობას, ყურადღება გაამახვილეს საბაზრო მექანიზმების სრულყოფისა და გარდამავალ პერიოდში საჭირო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე, რაც საქართველოს მხრიდან ხორციელდება.  

მხარეებმა იმსჯელეს ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესზე, მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერებასა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე. ამასთანავე, შეთანხმდნენ 2026 წლისთვის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარეგულირებელი კომისიის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები და ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე.