ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

26.12.2018 რელიზი

26 დეკემბერი, 2018

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს ,,საქორგაზისათვის “ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა.

კერძოდ, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტებისათვის 2019 წლის 1 იანვრიდან 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი 46.139 თეთრი გახდა. ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი 9,147 თეთრი/მ3; ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი 28,084 თეთრი/მ3 ხოლო, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1,870 თეთრი/მ3 -ით განისაზღვრა.

შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისათვის 2019 წლის 1 იანვრიდან 1 მ3 ბუნებრივი გაზის რეგულირებადი მოხმარების ზღვრული ტარიფი 56,929 თეთრით განისაზღვრა; რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა 25,039 თეთრი/მ3 შეადგინა. განაწილების საქმიანობის ტარიფმა 21,336 თეთრი/მ3, ხოლო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფმა კი 1,870 თეთრი/მ3 შეადგინა.

სს ,,საქორგგაზის“ აბონენტებისათვის 2019 წლის 1 იანვრიდან 1 მ3 ბუნებრივი გაზის რეგულირებადი მოხმარების ზღვრული ტარიფი 56,999 თეთრით განისაზღვრა; რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა 25,039 თეთრი/მ3 შეადგინა. განაწილების საქმიანობის ტარიფმა 21,395 თეთრი/მ3, ხოლო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1,870 თეთრი/მ3 შეადგინა.

ტარიფები ძალაშია 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.