განცხადება
26 დეკემბერი, 2024
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის №50/1, №50/2, №50/3 და №50/4 გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა საჯარო მომსახურების გამწევი თბოელექტროსადგურების (გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) 2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდისთვის შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი და ანგარიშსწორების პირობა:
- შესყიდვის ფასი 210 (ორას ათი) აშშ დოლარი 1000 მ3 - ზე, დღგ-ის გარეშე;
- ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსით.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019