27.01.2022 რელიზი

27 იანვარი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება კომპანიის მიერ კომისიის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, მარგულირებელმა კომისისამ სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა კომისიის მოთხოვნა.   

სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.