27.02.2019 რელიზი

27 თებერვალი, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ შემუშავებული პროექტი სასმელი წყლის ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებით,  არ შეეხებათ ბინის გამქირავებლებს - იმ პირებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ (მათ შორის საიტების მეშვეობით) სხვადასხვა მიზნებითა და პერიოდულობით. აღნიშნული პროექტი  შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ სასტუმრო მომსახურებების შესაბამისად. 

 26 თებერვალს, სემეკში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც კომისიამ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროექტი ჰიბრიდული ტარიფის მოდელთან დაკავშირებით და მოისმინა მათი მოსაზრებები. სემეკი გააგრძელებს საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვას და პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს პროექტის ნახვა შეუძლიათ კომისიის ვებ გვერდზე:  ge/public-information/public-works/sajaro-warmoeba/21066