27.02.2020 სხდომის შედეგები

27 თებერვალი, 2020
კომისიამ 2020 წლის 27თებერვალის საჯარო სხდომაზე დღისწესრიგით გათვალისწინებულ 23 საკითზე იმსჯელა. საკითხების უმრავლესობა, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს ეხებოდა. მათი უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 21 118 ლარი შეადგინა.
ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში.