27.02.2025 რელიზი

27 თებერვალი, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე განიხილა საკითხი, რომელიც სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელისთვის, ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის 100 კვტ-მდე შემცირებას შეეხებოდა. 

საკითხის დეტალურად შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გამანაწილებელ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-ზე შენარჩუნდა. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიკროელექტროსადგურების დატვირთვის დადგენილი ზღვარი 20%-მდე გაიზარდა.   

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებაზე, დადგმულ სიმძლავრეზე შეზღუდვა არ ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი მოინდომებენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვებასა და შესაბამისად მასთან დაკავშირებული დარიცხვის სისტემით (ე.წ. „Net Metering“-ით) სარგებლობას.