27.03.2019 ინფორმაცია

27 მარტი, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ 27 მარტის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.

შესაბამისი ცვლილებები შევიდა „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში. ცვლილებების თანახმად, გიგლა თამაზაშვილი სპეციალური მმართველის თანამდებობას 2019 წლის პირველ მაისამდე დაიკავებს.