27.03.2019 რელიზი

27 მარტი, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ერონვულმა კომისიამ (სემეკ) 27 მარტის საჯარო სხდომაზე სს „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.

კომისიის მიერ სს „სვანეთი ჰიდროს “ სახელზე გაცემული ლიცენზია შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტში განთავსებულ 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა ჰესი 2“-ით ელექტროენერგიის წარმოებას. ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა. იგი შედგება 3 აგრეგატისგან, რომელთა ნომინალური სიმძლავრე 10-10 მგვტ-ია. „მესტიაჭალა ჰესი 2“-ის საპროექტო წლიური გამომუშავება 106.7 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.