27.03.2025 რელიზი

27 მარტი, 2025

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესებისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საკითხზე.

დავით ნარმანიამ კომიტეტების წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, მომხმარებელთა საჩივრების კლასიფიკაციის, მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მექანიზმებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სხვადასხვა სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 5 მარეგულირებელი უწყების მოსმენა გაიმართა. მოხსენებით წარდგნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი პირები.