27.04.2023 რელიზი

27 აპრილი, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღეს ERRA-ს გენერალური ასამბლეის და ERRA-ს წევრი ქვეყნების თავმჯდომარეთა შეხვედრებში.

ERRA-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებზე მაია მელიქიძე, როგორც ERRA-ს თავმჯდომარე, სიტყვით წარდგა და ორგანიზაციაში არსებულ სიახლეებსა და ენერგეტიკის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრები პოლონეთში, ქ. ვარშავაში გაიმართა. მაღალი დონის შეხვედრების დროს ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელოვანი სიახლეები განიხილეს.  

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ასოციაციაში გაერთიანებული არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მარეგულირებელი კომისია ERRA-ს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომისიის წევრი, მაია მელიქიძე ასოციაციას მეორე ვადით ხელმძღვანელობს.