27.06.2019 რელიზი

27 ივნისი, 2019
 

2019 წლის 27 ივნისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში გაიმართა ჭკვიანი აღრიცხვის საკითხისადმი მიძღვნილი დისკუსია „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, რომელსაც საჯარო და სამოქალაქო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროკავშირის მიერ 1 200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული პროექტის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) მომსახურების ხარისხისა და მიწოდების საიმედოობის წამახალისებელი რეგულირების, ასევე ჭკვიანი აღრიცხვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების პროცესში, საქართველოში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. პროექტს ერთობლივად ახორციელებს ავსტრიის (E-Control), საფრანგეთის (CRE) და საბერძნეთის (RAE) ეროვნული მარეგულირებელი უწყებების კონსორციუმი.

დისკუსიამ შეასრულა ერთგვარი ფორუმის ფუნქცია, სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ჭკვიანი აღრიცხვისა და მისი დანერგვის შესახებ ინფორმაციის გაცვლისათვის. „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში გამართული დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა საერთო ხედვის ჩამოყალიბება ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვასა და შესაბამის პროცედურულ ამოცანებთან დაკავშირებით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ შეიძლება დაუკავშირდით:

 

ქალბატონი თამრიკო მიქაძე

პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

 

ქალბატონი ნინო ბუხნიკაშვილი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელი ეროვნული კომისია

n.bukhnikashvili@gnerc.org