27.09.2024 რელიზი
27 სექტემბერი, 2024
ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მიიღო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე ჰიდროელექტროსადგური „ხობი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო წლიური საპროგნოზო გამომუშავება 194 მლნ კვტ/სთ-ს.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019