ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

27.12.2018 რელიზი

27 დეკემბერი, 2018

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ შპს ,,ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს ვადა 2019 წლის 1 აპრილამდე გაუგრძელა.

შესაბამისი ცვლილებები შევიდა „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში.

გიგლა თამაზაშვილი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალური მმართველის თანამდებობაზე პირველი ვადით, 2017 წლის 5 დეკემბერს დაინიშნა.