ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

27.12.2018 რელიზი

27 დეკემბერი, 2018

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „მტკვარი ენერჯისათვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვისა“ და შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2019 წლის ტარიფები დაადგინა.

თბოსადგურებისთვის დადგენილი ტარიფების მოქმედების ვადაა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შპს „მტკვარი ენერჯისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა 77.121 ლარი/დღეზე შეადგინა, ხოლო ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი 11.646 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

იხილეთ განმარტებითი ბარათი

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ - მე-3 ბლოკი გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა 20.006 ლარი/დღეზე შეადგინა, მე-4 ბლოკის - 21.811 ლარი/დღეზე. ხოლო ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი ორივე ბლოკისათვის - 12.762 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

იხილეთ განმარტებითი ბარათი

შპს „გარდაბნის თბოსადგურის” გარანტირებული სიმძლავრის საფასური განისაზღვრა 383,971 ლარით/დღეზე, ხოლო ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი 8.322 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა. 

იხილეთ განმარტებითი ბარათი

შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა 47.720 ლარი/დღეზე შეადგინა, ხოლო ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი 11.097 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

იხილეთ განმარტებითი ბარათი