28.02.2019 რელიზი

28 თებერვალი, 2019

 

 
შპს „მცხეთისწყალის“, შპს „რუსთავისწყალისა“ და შპს „თელავგაზის“ კომუნალური მომსახურების კომპანიებში აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა დღეიდან იუსტიციის სახლის 22 ფილიალშია შესაძლებელი.

აღნიშნული სიახლე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტში, რომლის მიზანიცაა მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზება, ამჟამად 10 კომუნალური მომსახურების კომპანიაა ჩართული - „მცხეთისწყალი“, „რუსთავწყალი“, „თელავგაზი“ „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგგაზი”.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით, აბონენტის რეგისტრაციის ცვლილების მოთხოვნით ერთდროულად მიმართოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა, წყალმომარაგების სექტორებში მომსახურე კომპანიებს. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს. აბონენტად რეგისტრაციის ცვლილების განცხადების დაწერა მომხმარებელს შეუძლია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას. ასევე, განმცხადებელს იმავდროულად შეუძლია გაიგოს უძრავ ქონებაზე არსებული დავალიანება. აბონენტად შეცვლის მომსახურების მისაღებად იუსტიციის სახლში, 2018 წლის 21 ნოემბრიდან დღემდე 4422 განცხადება დარეგისტრირდა.