28.04.2021 რელიზი
28 აპრილი, 2021
საქართველოს ენენრგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა.
დოკუმენტის მიზანია იმ პრიორიტეტების გამოკვეთა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას.
სამოქმედო გეგმა შემუშავებულია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ გაერო-ს კონვენციასა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონზე დაყრდნობით.
სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სხვა პროექტებთან ერთად მხედველობა დაქვეითებული პირებისთვის კომისიისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის ვებგვერდების ადაპტირდება მოხდება.