28.09.2023 რელიზი

28 სექტემბერი, 2023

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიის რეგულაციის - მომსახურების ხარისხის წესების დარღვევა.

მიმდინარე წლის 5 მაისს, კომისიამში შევიდა მოქალაქის განცხადება, რომელიც შეეხებოდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ სართიჭალაში აბონენტებისთვის გაზმომარაგების გაუფრთხილებლად შეწყვეტას. კომისიის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „კომერციული მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ მარეგულირებელი კომისიის ადმინისტრირებით შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში გეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად დარღვევებით დააფიქსირა და არ შეასრულა გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.