28.12.2020 რელიზი

28 დეკემბერი, 2020
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა გარანტირებული სიმძლავრის წყაროების (თბოელექტროსადგურების) 2021 წლის იანვარ-მარტისთვის მოქმედი ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებები.
ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების ძირითადი პირობები:
- შესყიდვის ფასი 143 (ას ორმოცდასამი) აშშ დოლარი 1000 მ3 - ზე, დღგ-ის გარეშე;
- ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსით. ამასთან, თუ გაცვლითი კურსი ნაკლებია მინიმალურ ფიქსირებულ კურსზე, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მინიმალური ფიქსირებული კურსით (1.65 ლარი);
- ხელშეკრულებები ძალაშია 2021 წლის 1 აპრილამდე.