29.04.2024 რელიზი

29 აპრილი, 2024
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სატარიფო რეგულირების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის საფინანსო სექტორში არსებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა, ერთობლივი პროექტების განხორციელება.