29.06.2020 სხდომის შედეგები

29 ივნისი, 2020

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 29 ივნისის სხდომაზე ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის  სამომხმარებლო გეგმური ტარიფები გრძელვადიან პერიოდზე დაადგინა.

ტარიფები უცვლელი  დარჩა და არ გაზრდილა.

ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2020 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე.    

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.928  თეთრი/მ3-ს. მათ შორის, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 36.678 თეთრი/მ3 , მიწოდების ტარიფმა- 9.671  თეთრი/მ3 .  

ასევე უცვლელი დარჩა სს „საქორგგაზის“ სამომხმარებლო ტარიფი და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.990 თეთრი/მ3-ს. მათ შორის, განაწილების ტარიფი განისაზღვრა 20.531თეთრი/მ3 -ით,  ხოლო მიწოდების ტარიფი  - 25.871თეთრი/მ3 -ით.

შპს „დი-ვი-ესის“ სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 43.500 თეთრი/მ3-ს. მათ შორის, განაწილების ტარიფი განისაზღვრა 2.550 თეთრი/მ3, მიწოდების ტარიფი - 32.419  თეთრი/მ3 .

შპს „დიდი დიღომის“ სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 50.899 თეთრი/მ3-ს. მათ შორის, განაწილების ტარიფი განისაზღვრა 11.019 თეთრი/მ3 -ით, ხოლო მიწოდების ტარიფი - 30.221 თეთრი/მ3 -ით. 

შპს „გასკო +“-ის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს  48.301  თეთრი/მ3-ს. მათ შორის, განაწილების ტარიფია 13.272 თეთრი/მ3, ხოლო მიწოდების ტარიფი 25.766 თეთრი/მ3

შპს „გამასთვის“ განაწილების ტარიფი შემცირდა 3.371 თეთრით და  შეადგინა 1.671 თეთრი/მ3.

შპს „გოგოჭური და კომპანიისთვის“ განაწილების ტარიფი შემცირდა 3.583 თეთრით და შეადგინა 1.510 თეთრი/მ3.

შპს „ენერგია+“-ის განაწილების ტარიფი შემცირდა 4.183 თეთრით და შეადგინა 6.046   თეთრი/მ3.

„ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებით ყველა კატეგორიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფები დერეგულირებულია და ბუნებრივი გაზი მიეწოდებათ ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებელი საწარმოს მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობებითა და ფასებით. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“ ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და არ ყავთ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები, მათ ბუნებრივი გაზის მიწოდების და შესაბამისად მოხმარების ტარიფი არ უდგინდებათ, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება წარმოადგენს დერეგულირებულ საქმიანობას და არ ექვემდებარება კომისიის სატარიფო რეგულირებას.