29.06.2021 რელიზი

29 ივნისი, 2021
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის ფარგლებში კომისიამ, 29 ივნისის საჯარო სხდომაზე რამდენიმე ნორმატიული აქტი მიიღო.
„თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ განისაზღვრა უნივერსალური მომსახურების, საჯარო მომსახურებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფები. ამასთანავე, განისაზღვრა სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფები. ახალი ტარიფები ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან.
კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაზრის რეფორმირების ფარგლებში, 29 ივნისის საჯარო სხდომაზე მიღებული ტარიფები არ ცვლის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება და რჩება უცვლელი.