29.09.2025 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებისათვის, კომისიის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებზე, საერთაშორისო პროექტებზე, ასევე ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის აუცილებლობაზე, უპასუხა სტუდენტების კითხვებს.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე აფრიაშვილმა, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს გააცნო კომისიის შენობაზე დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკა.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019