30.04.2019 რელიზი

30 აპრილი, 2019

 

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 30 აპრილის საჯარო სხდომაზე მიიღო.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობა 2009 წლიდან მოქმედებდა. ფინანსური არასტაბილურობის პირობებში სპეციალური მართვის რეჟიმის ფორმით ლიცენზიატის სამეწარმეო საქმიანობაში კანონისმიერი ჩარევა გამოწვეული იყო თბილისში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვით, რათა საფრთხე არ შექმნოდა აბონენტების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებას.