30.04.2025 რელიზი

30 აპრილი, 2025

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ახლადშექმნილ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მარეგულირებელ კომისიასა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას შორის კომუნიკაციის გაღრმავება, არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება და რეგულირების პროცესში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის აქტიური ჩართულობა.

შეხვედრაზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს კომისიის მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია 2024 წელს მელიორაციის სექტორში განხორციელებულ ძირითად სიახლეებთან დაკავშირებით. ამასთანავე, გაიმართა მსჯელობა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კომისიას გააცნეს ხედვები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებაზე, გამოწვევების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარეგულირებელი კომისია მხარს უჭერს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, შესაბამისად გააგრძელებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობას.