31.05.2019 სხდომის შედეგები
31 მაისი, 2019
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ სხდომებზე მოქალაქეებს 42 946.68 ლარი ჩამოაწერა.
საჯარო სხდომებზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რომელთა უმრავლესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს.
მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. სხდომებზე დავების უმრავლესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა.