4.01.2022

4 იანვარი, 2022

 

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისია მოქალაქეთა ყველა მომართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებას წარმოადგენს ქ. თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედება, რამაც გამოიწვია ე.წ. გარდამავალ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის 3,4 იანვარი) 2 ქვითრის მიღება.

კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობისშემთხვევაში მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით, რათა მარეგულირებელი კომისიის მიერ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა. განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით:mail@gnerc.org