5.05.2025 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გივი სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) 22-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში, რომელიც ომანის სასულთნოში, ქ. მასკატში გაიმართა.
გივი სანიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები და დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ, რომელიც ქ. თბილისში 2026 წელს ჩატარდება. კომისიის წევრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კომისიის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან ენუქიძემ.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მარეგულირებელი კომისია, ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019