5.07.2023 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მარეგულირებელი კომისიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე, წყალმომარაგების, ტარიფებისა და ფასწარმოქმნის, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხები და სატარიფო პოლიტიკა.
მარეგულირებელ კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც კომისია მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, კომისიაში მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებას შეეხება.