5.08.2025 რელიზი

5 აგვისტო, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დანერგილ მომსახურებას - *303#-ს მელიორაციის სექტორი დაემეტა. 

მობილურ ტელეფონებზე *303#OK-ის აკრეფით, მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ მომარაგების წყვეტა ოპერატიული რეაგირებისთვის, მიიღონ ინფორმაცია ქვითრის, მიმდინარე ბალანსის, წყალსარგებლობის განრიგისა და მორწყვის ოპერაციის შესახებ. ასევე, შეუძლიათ მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება და მომარაგების პრობლემაზე რეაგირება.

*303# არ საჭიროებს ინტერნეტ მომსახურებასა და აპლიკაციის გადმოტვირთვას. სისტემა ავტომატურად ახდენს მობილური ნომრის იდენტიფიცირებას, მობილური ტელეფონის ეკრანზე აჩვენებს მიწის ნაკვეთს, წყალსარგებლობის შეთანხმების ნომერს.

303#-ის სერვისის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება. 2020 წლიდან მომსახურება მოქმედებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისთვის. დღემდე, *303#-ზე 6 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.

303#-ის მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“ მომხმარებლებისათვის.